Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 14
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები. 1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა − 500 ლარი. 11. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა − 500 ლარი. 12. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა – 1 500 ლარი. 2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნ ებართვა – 50 ლარი. 31. არქეოლოგიური სამუშაოების ნ ებართვა – 50 ლარი. 4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა: ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%; ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი; გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი; დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი; ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი; ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%. 5. (ამოღებულია); 6 -1. (ამოღებულია); 6 -2. (ამოღებულია); |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები. . . 7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა: ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი. 9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი. 10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი; ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი; დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე) ს ამორინეს მოწყობა: |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარისა; ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი; ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით; ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი; თ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი; ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000 ლარი; |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი; ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − წელიწადში 100 000 ლარი. 101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. 102. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. 10-2 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 15-11. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. 15-6 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. 1513. ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი. 1514. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 1515. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა: ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი; ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 1516. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 1517. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი. 16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნ ებართვა – 14 ლარი. 18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა: ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი; ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%. 19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი. 20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი. 22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი. 23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი. 24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი. 25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი. 26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი. 29. (ამოღებულია - 23.12.2017, №1930); 31. აკვაკულტურის ნებართვა − 200 ლარი. 32. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა. 33. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა – 200 ლარი. 34. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვა – 200 ლარი. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №450 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 104. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30%- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში. 105. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 106. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 107. ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 108. ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვ ალდებულებისაგან. 10-2პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს; ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება). 1010. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა − 15 000 ლარი. 1011. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − წელიწადში 100 000 ლარი. 111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 112. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 121. რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი. |
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ article 7 122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი. |