Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 63 ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი. 1. სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს კონტროლზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საქართველოს ნავსადგურში ნებისმიერ გემზე შეამოწმებს: ა) აქვს თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მან შესაბამის გემის დროშის ადმინისტრაციას მიმართა დადასტურების თაობაზე განცხადებით STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის თანახმად; ბ) გემზე მომსახურე მეზღვაურთა და მათი სერტიფიკატების გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) აქვთ თუ არა მეზღვაურებს კონვენციის შესაბამისად მორიგეობისა და უშიშროების სტანდარტების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა, არსებობს თუ არა ვარაუდის საფუძველი, რომ ამგვარი სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ვითარების გამო: გ.ა) მოხდა გემის შეჯახება, მეჩეჩზე შეჯდომა ან ნაპირზე გამორიყვა; გ.ბ) ზღვაში ყოფნისას, ღუზაზე დგომისას ან ნაპირთან დგომისას გემიდან გადმოიღვარა ისეთი სითხ ე , რომელიც აკრძალულია რომელიმე საერთაშორისო კონვენციით; გ.გ) გემის მცდარი ან საშიში მანევრირებისას არ იქნა დაცული IMO-ს მიერ რეკომენდებული მარშრუტები ან უსაფრთხო ნაოსნობის ზომები და პროცედურები ; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 63 გ.დ) გემი იმგვარად მუშაობს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ქონებას, გარემოს ან უშიშროებას ; გ.ე) სერტიფიკატი მოპოვებულია გაყალბების გზით ან მისი მფლობელი არ არის ის პირი , რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი; გ.ვ) გემი ცურავს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს დროშით ან გემის კაპიტანს, ოფიცერს ან რიგითს აქვს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი. 2. ხარვეზად , რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ქონებას ან გარემოს, ითვლება : ა) შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეზღვაურს არ აქვს სერტიფიკატი, აღიარების დამადასტურებელი საბუთი ან კანონიერი საშეღავათო ნებართვა, ან როდესაც რომელიმე მეზღვაური ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებულების წარმოდგენას, რომ კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღიარებისთვის მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება კონვენციის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც STCW-ის კოდექსის თანახმად დადგენილია სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 63 დ) ვახტზე იმ პირის არყოფნა, რომელიც კვალიფიკაციის შესაბამისად პასუხს აგებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველმყოფი საშუალებების მუშაობაზე, უსაფრთხო რადიოკომუნიკაციაზე ან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე; ე) რეისის დაწყებისას, პირველი და მისი შემცვლელი სამორიგეო ცვლებისთვის სათანადოდ დასვენებული და მოვალეობების შესრულებისათვის მზად მყოფი პირების ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა. 3. თუ კონტროლის პროცედურის დროს გამოვლინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზი, რომელმაც, სააგენტოს აზრით, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას გემს, ადამიანებს, ქონებას ან გარემოს, სააგენტოს უფლება აქვს, აუკრძალოს ნებისმიერ მცურავ საშუალებას ზღვაში გასვლა აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრამდე . 4. თუ კონტროლის პროცედურის შედეგად აღმოჩნდება, რომ რომელიმე პირი ატარებს სხვა პირზე გაცემულ, გაყალბებულ ან დაზიანებულ დოკუმენტს, აღნიშნული დოკუმენტი მას დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და ამის შესახებ ეცნობება შესაბამის ეროვნულ ადმინისტრაციას . 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტის მფლობელის მიერ დაკავებული ნებისმიერი თანამდებობა ცხადდება ვაკანტურ თანამდებობად, სანამ მას არ დაიკავებს კომპეტენტური მეზღვაური ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნების შესაბამისად. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 63 6. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაკავების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის სათანადო უწყებებისთვის მიწოდება, მათ შორის , ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − შემოსავლების სამსახურისათვის, დროშის სახელმწიფოს ადმინისტრაციის ათვის ან საქართველოში მისი დიპლომატიური წარმომადგენლისათვის. |