Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 9 საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. 1. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს: ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის; ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 2. განმცხადებელი ვალდებულია შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა ვერ დადგინდება. 3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება. |