FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  18

გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
    ა) მოიპოვოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია;
    ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
    გ) მოიპოვოს საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია;
    დ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა;
    ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;
    ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  18

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა, ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების სამართავად.