Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 3 ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 1. ქონების პრივატიზების ეფექტურად წარმართვისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო: ა) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას; ბ) ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონის და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ქონების განკარგვას/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემას (ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სამინისტრო. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 3 3. ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოს, სხვა სუბიექტის ან ხელისუფლების ორგანოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი. 4. სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტით. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს: ა) საქართველოს სახელმწიფოს; |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 3 ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს; გ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას; დ) ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. 6. უძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვისას ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ქონების დასახელებას, საპრივატიზებო საფასურს და საპრივატიზებო პირობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მთავრობა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რაც სამინისტროს მიმართვასთან ერთად წარმოადგენს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს. |