Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 5 ელექტრონული სისტემა #. 1. ელექტრონული სისტემა არის საჯარო შესყიდვების ერთადერთი ოფიციალური პორტალი – ინფორმაციული სისტემა, რომელიც საჯარო შესყიდვების განხორციელებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს ქმნის. 2. ელექტრონული სისტემა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ბ) უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; გ) უნდა იყენებდეს მომხმარებელთა ელექტრონულ იდენტიფიკაციას; დ) მასში არსებული, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, გარდა ამ კანონით ან/და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მონაცემის დაფარვა საჯარო შესყიდვის პროცედურის თავისებურებიდან, საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის თავისებურებიდან, ელექტრონული სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს და ლეგიტიმური მიზანი აქვს. 3. ელექტრონულ სისტემას ავითარებს და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. 4. ელექტრონული სისტემით სარგებლობის წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 5 5. ნებისმიერი პირი, რომელიც ელექტრონული სისტემით სარგებლობს, ავტომატურად ეთანხმება მისით სარგებლობისთვის დადგენილ წესებს. 6. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე ნებისმიერმა პირმა (კერძო ორგანიზაციამ), რომელიცამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის. ამ პირის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მაქსიმალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელოს ისეთი შესყიდვა, რომელზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება არ იწვევს ამ კანონის მოქმედების სფეროსადმი მის დაქვემდებარებას. ასეთი შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |