Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1221 იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, ან სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, ან ამ პირისთვის სპორტული დანიშნულების ავტომობილის სამართავად გადაცემა. 1. იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტი ან/და რეგისტრაცია გაუქმებულია, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირის მიერ მართვა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. სპორტული დანიშნულების ავტომობილის იმ პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც არ აქვს საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტის შესაბამის სახეობაში აღიარებული ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია, − გამოიწვევს სპორტული დანიშნულების ავტომობილის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. |