FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნოტარიატის შესახებ

article  14

ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლები. ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი:
    ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ა-1) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს;
    ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; ბ-1რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა;
    გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
ნოტარიატის შესახებ

article  14

ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლები. .
    ე) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
    ვ) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
    ზ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება;
    თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად;
    ი) რომელიც უარს ამბობს სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 2-1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/556 – ვებგვერდი, 25.11.2014წ.