FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთო სასამართლოების შესახებ

article  2

საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა.
1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია. 2 -1. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.
3. სამხედრო სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში, საომარი მდგომარეობის დროს, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. ამავე დეკრეტით უნდა განისაზღვროს სამხედრო სასამართლოს შემადგენლობა, განსჯადობა და მის მიერ საქმეთა განხილვის წესი. აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან.
4. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.