Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 62 გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება. 1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რომელიც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას თან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით. 2. სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. 3. სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა გაყალბებასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით. 4. სააგენტო არ მიიღებს განცხადებას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სანოტარო წესით , საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 62 5. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის , განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შეუდაროს დედანს , ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცი ის მიწოდება ან დოკუმენტის წარდგენა . 6. სააგენტოს უფლება აქვს , განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა. 7. სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად. 8. სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს . 9. სერტიფიკატის ასლი ან მისი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა. 10. სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 62 11. სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარუ დგინოს მათ მეზღვაურთა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები − დასაბუთება მეზღვაურთა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით. 12. ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. |