FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  38

დევნა და სერიოზული ზიანი.
1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ:
    ა) იგი თავისი არსით ან განმეორებადობით საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევა, კერძოდ, ისეთი უფლებებისა, რომელთა შეზღუდვა დაუშვებელია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;
    ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების (მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევების) ერთობლიობა, რომელიც საკმარისად მწვავეა და პირზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მსგავს გავლენას ახდენს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმით/ფორმებით:
    ა) ფიზიკური ძალადობის (მათ შორის, სექსუალური ძალადობის) ან ფსიქოლოგიური ძალადობის აქტით;
    ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტით ან ღონისძიებით, რომელიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება/აღსრულდება;
    გ) სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია;
    დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით, რისი შედეგიც არის არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  38

ე) შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით, როდესაც სამხედრო სამსახური მოიცავდა იმ დანაშაულებსა და ქმედებებს, რომლებიც, ამ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პირის ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებია;
    ვ) იმ ქმედებით, რომელიც თავისი ბუნებით სექსუალურ ორიენტაციას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის მიზნებისთვის სერიოზული ზიანი არის:
    ა) პირისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე;
    ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება ან მის მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი;
    გ) საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს არსებული განურჩეველი ძალადობის გამო სამოქალაქო პირის სიცოცხლისთვის ან ფიზიკური ხელშეუხებლობისთვის შექმნილი სერიოზული, ინდივიდუალური საფრთხე.