Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 341 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები და მათი დამტკიცების/გამოცემის ვადა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს/გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესი; ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესი; გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულება; დ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე. |