Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 32 საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ანგარიშგება. 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას. 2. წლიური ანგარიში თითოეულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით მოიცავს: ა) პროექტის მოკლე აღწერას; ბ) პროექტის განხორციელებაში წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, იმ გარემოებების პრაქტიკაში განხორციელების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის მოწონების შესახებ; გ) კერძო პარტნიორის ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |