FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  17

ფულადი სახსრების გადარიცხვა.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, გადამხდელისა და თანხის მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად, თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. ფულადი სახსრების გადარიცხვისას შესაძლებელია გადამხდელი და თანხის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან საგადახდო მომსახურებას ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს.
2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელისა და თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები.
3. თანხის მიმღების ფინანსურმა ინსტიტუტმა და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  17

1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება ვირტუალური აქტივის გადაცემა ვირტუალური აქტივის განაწილებული აღრიცხვის ერთი მისამართიდან, ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას, მეორეზე. ამასთანავე, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ახორციელებს ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების სასარგებლოდ მოქმედი სულ მცირე ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ვირტუალური აქტივის გადამცემი და ვირტუალური აქტივის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან მათ ვირტუალური აქტივის მომსახურებას უწევდეს ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების უფლებამოსილება.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  17

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და ვირტუალური აქტივის მიღებას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები ინფორმაცია.
3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა/ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალმა პროვაიდერმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის გადაცემის ან დაკავშირებული გარიგების საეჭვოობის შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ ვირტუალური აქტივის გადამცემისა და ვირტუალური აქტივის მიმღების შესახებ მონაცემების არარსებობა ან საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით არასრულად წარდგენა და უნდა დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.