Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შრომითი მიგრაციის შესახებ article 14 პასუხისმგებლობის საფუძვლები. 1. შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევებს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელები ამავე კანონის მე-15−164 მუხლების შესაბამისად. |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 14 [3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-15−16 6 მუხლების შესაბამისად; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 14 [3 -1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 14 4. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმა და მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. |