FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  10

გარდაცვლილი პირი რეგისტრაციიდან მოიხსნება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გარდაცვალების რეგისტრაციისას, დიპლომატიური არხების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისგან პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე შეტყობინების მიღების ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 10-2
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  10

რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით გამოცხადებული პირი ვალდებულია ჩვენება მისცეს რეგისტრაციასთან და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სააგენტოსთვის ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან მათი შეცდომაში შეყვანისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ჩვენების მიმცემ მოწმეს.