Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 25 პატიმრობის გაუქმება. 1. სტატუტის 92-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირის პატიმრობა გაუქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა გადაცემის თაობაზე, თანდართული მასალებით, პირის დაკავებიდან 60 დღის განმავლობაში უფლებამოსილ ორგანოში არ იქნება წარდგენილი. 2. თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი პატიმრობაში იმყოფება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირი გადაცემის მიზნით პატიმრობაში იქნა აყვანილი. 3. თუ პირი პატიმრობიდან განთავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს არ გამორიცხავს მის შემდგომ დაკავებასა და საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას, გადაცემის თხოვნისა და თანდართული მასალების საერთაშორისო სასამართლოდან მოგვიანებით გადმოგზავნის შემთხვევაში. 4. პირის პატიმრობიდან განთავისუფლებისას ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სტატუტის მოთხოვნებს. |