FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  31

ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების სავალდებულოობა.
1. ბავშვს არ შეიძლება მიეწოდოს ალტერნატიული ზრუნვის ისეთი მომსახურება, რომელიც არ შეესაბამება ბავშვზე ზრუნვის ერთიან სახელმწიფო სტანდარტებს და ლიცენზირებული არ არის კანონის შესაბამისად, გარდა მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანისა.
2. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები ადგენს ბავშვზე ზრუნვის იმ სერვისების ადმინისტრირების, მიწოდების, ხარისხის განსაზღვრისა და მონიტორინგის კრიტერიუმებსა და მექანიზმებს, რომლებიც ბავშვზე ოჯახური ზრუნვის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები ეფუძნება ბავშვის უფლებების რეალიზების პრინციპს, ემსახურება რეზიდენტული ზრუნვის საჭიროების შემცირებას, ადგენს შემთხვევის მართვის ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს და ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ზრუნვის მომსახურების მიწოდებას.
3. ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს, მათ შორის, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, და საქმიანობას მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა ახორციელებდნენ.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  31

4. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფორმის ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვზე ზრუნვის მოკლე- ან გრძელვადიან პროგრამებს, მათ შორის:
    ა) სადღეღამისო რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრებისთვის;
    ბ) რესურსსკოლებისა და სკოლა-პანსიონებისთვის − ზრუნვის მომსახურების ნაწილში.
5. სახელმწიფო უზრუნველყოფს მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სტანდარტების დადგენას „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულება სავალდებულოა აგრეთვე ოჯახის მხარდაჭერის, სამედიცინო, ფსიქოსოციალური დახმარების, საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა კულტურული და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებისას, როდესაც ბავშვზე ზრუნვა ხორციელდება დროებით − დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, დღის განმავლობაში ან 24 საათის განმავლობაში შემდეგ დაწესებულებებში:
    ა) დღის ცენტრებში;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  31

ბ) არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი ბავშვების თავშესაფრებში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში − ბავშვთა განყოფილებების ან ბავშვთა ინდივიდუალური მომსახურების ნაწილში;
    გ) ბავშვთა ბანაკებში − ზრუნვის მომსახურების ნაწილში;
    დ) სხვა დაწესებულებებში, მათ შორის, მშობლის დასაქმების ადგილზე არსებული ბავშვის მოვლის დამხმარე სერვისის ნაწილში, რომელიც ბავშვზე ზრუნვის მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს.
7. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბავშვი რეკრეაციული მიზნით, ნებაყოფლობით ატარებს გარკვეულ დროს ნათესავებთან ან მეგობრებთან და ეს არ უკავშირდება მშობლის მიერ ბავშვზე სათანადო ზრუნვის განხორციელების შესაძლებლობის ან სურვილის არქონას, აგრეთვე შვილად აყვანის შემთხვევაზე − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან, რადგან ბავშვი უკვე აღარ მიიჩნევა მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვად.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  31

8. ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს.
9. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა და მისი მხარდაჭერა ხორციელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.