Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 100 საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება. 1. თუ ნიშანდება აუცილებელია საქონლის შემდგომი იდენტიფიკაციისთვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისთვის, საბაჟო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს მის ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით. 2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მიზნით საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების ნაცვლად ან მასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის ვიდეოგადაღება ან/და ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა და საქონლის მონიშვნა ციფრული ან მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების მარკირებით ან აღწერით. 3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს საბაჟო იდენტიფიკაციის სხვა საშუალება, რომლითაც საქონლის გამგზავნის, გადამზიდავის, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 100 4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება. 5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება. 6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 100 7. დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა. 8. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდებულ საქონელთან, სატრანსპორტო საშუალებასა და შენობა-ნაგებობასთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |