Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 30 ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილებანი საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში. საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) განახორციელოს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; გ) კოორდინაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას/დაწესებულებას, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა; დ) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და გაუცვალოს მათ ინფორმაცია; ე) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. |