FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  81

სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა.
1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).
2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. 3 -1. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  81

4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.
5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  81

არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.