FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;
    ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე;
    დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;
    ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;
    ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;
    თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;
    ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

კ)  კინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში;
    ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში;
    მ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ნ)  ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;
    ო) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;
    პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
    ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი;
    რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ს) მარეგისტრირებელი ორგანო − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი;
    ტ) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;
    უ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;
    ქ) ცხოველის გასეირნება − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით;
    ღ) ცხოველების მოშენება − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება;
    ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;
    შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ჩ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით;
    ც) დეჰელმინთიზაცია − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა;
    ძ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;
    წ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;
    ჭ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;
    ხ) ცხოველების ორთაბრძოლა − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით;
    ჯ) ვეტერინარული პასპორტი − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია);
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ჰ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია; ჰ-1) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა; ჰ-2) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას; ჰ-3) ცხოველების რეალიზატორი (შემდგომ − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს; ჰ-4)  პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ჰ-5) მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე − პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ამგვარი ცხოველის დროებითი შემოყვანა და იმპორტი ან/და მოშენება; ჰ-6) ცხოველების შემგროვებლობა − ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად; ჰ-7) კინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ-8) ფელინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით; ჰ-9) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია ამ კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  3

ჰ-10) სასამსახურო ძაღლი – სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის მეპატრონე საჯარო დაწესებულებაა და რომელიც გამოიყენება დაცვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ძაღლი, რომლის დანიშნულებაა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთა, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნა, დაკავება და იდენტიფიცირება, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირება, პირზე ან/და პოლიციელზე/სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოგერიება, აკრძალული ნივთების აღმოჩენა; ჰ-11) ასისტენტი ძაღლი − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.