Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ article 17 უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები. . 2. ამ კანონის მიზნებისთვის: ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ; ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; |
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ article 17 გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს; დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს. 3. მუნიციპალიტეტის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მისთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. |