FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;
    ბ) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც აქვს ამ კოდექსის III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი;
    გ) არასახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“ განმარტება;
    დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
    ე) მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია;
    ვ) ინერტული ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
    ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

თ) თხევადი ნარჩენები – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენები;
    ი) სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
    კ) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;
    ლ) სპეციფიკური ნარჩენი – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი, საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და ელექტრონული მოწყობილობები და სხვა);
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

მ) ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს, ყიდის ან ახორციელებს იმპორტს ისეთი პროდუქტისა, რომელიც თავისი სასიცოცხლო ციკლის ამოწურვის შემდეგ სპეციფიკური ნარჩენი ხდება;
    ნ) პროდუქტი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის, ნივთი, რომელიც სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილია. პროდუქტი ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს (მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის), რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, როგორც ახალი, გამოყენებული ან გადამუშავებული. პროდუქტად არ ითვლება მასთან დაკავშირებული მომსახურება;
    ო) ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

პ) ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენები (ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელი), ან პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას, შერევას და სხვა საქმიანობას, რომლის შედეგადაც ნარჩენების მახასიათებლები ან შემადგენლობა იცვლება;
    ჟ) ნარჩენების მფლობელი – ნარჩენების წარმომქმნელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ნარჩენებს;
    რ) ნარჩენების გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების ტრანსპორტირებას;
    ს) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ან ნარჩენების დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება;
    ტ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა;
    უ) ნარჩენების დამუშავება – ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული აღდგენის და განთავსების ოპერაციები, აგრეთვე ნარჩენების წინასწარი დამუშავება აღდგენამდე ან განთავსებამდე;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ჩ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება – აღდგენითი ოპერაცია (კერძოდ, შემოწმება, გასუფთავება ან შეკეთება), რომლის შედეგადაც პროდუქტი ან/და მისი კომპონენტი, რომელიც ნარჩენად იქცა, ყოველგვარი სხვა სახის ზემოქმედების გარეშე მზადაა ხელახალი გამოყენებისთვის;
    ც) რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც განკუთვნილია თავდაპირველი დანიშნულებით ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და მათ ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის გამოიყენება;
    ძ) შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე ტრანსპორტირებისათვის;
    წ) სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობისათვის განცალკევებულია სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით;
    ჭ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;
    ხ) განთავსება – ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის II დანართით;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ჯ) ნარჩენების დამუშავების ობიექტი – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ან არატექნიკური დანაყოფი, სადაც ხორციელდება ნარჩენების დამუშავება (მათ შორის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, სხვა ადგილი, სადაც მოწყობილია ასეთი ობიექტი);
    ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი – ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის; ჰ-1) ნარჩენების გადამტვირთავი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირებისათვის; ჰ-2) ნაგავსაყრელი – ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები მიწაზე ან მიწის ქვეშ განთავსდება. ნაგავსაყრელი მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტს (საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი, რომელზედაც ნარჩენების წარმომქმნელი კუთვნილ ნარჩენებს განათავსებს), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტს და ნარჩენების გადამტვირთავ სადგურს; ჰ-3) არსებული ნაგავსაყრელი – ნაგავსაყრელი, რომელიც ფუნქციონირებს ამ კოდექსის ამოქმედების დროს;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ჰ-4) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ-5) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ-6) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული გადაწყვეტილება; ჰ -7) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ჰ-8) ფიზიკური და იურიდიული პირები – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები (გარდა ამ კოდექსის X თავისა); ჰ-9) ნარჩენი ზეთი – მინერალური ან სინთეტიკური ლუბრიკანტი ან სხვა სახის საწარმოო ზეთი, რომელიც თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებისთვის უვარგისი გახდა, კერძოდ, გამოყენებული ძრავას ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვა; ჰ-10) დაბინძურება – გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის მოხვედრა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება; ჰ-11) რესურსი – ნებისმიერი პირველადი ან მეორეული მატერიალური ნედლეული, მათ შორის, ნარჩენი, თუ ის სხვა პირველადი ნედლეულის ნაცვლად გამოიყენება;
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ჰ-13) სურსათის ნარჩენები − „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სურსათის ნარჩენები; ჰ-14) არაუფლებამოსილი პირი − პირი, რომელსაც არ აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, ავტორიზაცია ან/და რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ-15) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომ − მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად ან მწარმოებელთა მიერ კოლექტიურად შექმნილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებისთვის; ჰ-16) რეციკლირების წინასწარი შენატანი – წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების მართვისთვის.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  3

ფ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება – ამ კოდექსის I დანართის R12 კოდით და II დანართის D13 კოდით განსაზღვრული წინასწარი ოპერაციები, რომლებიც ნარჩენების აღდგენამდე ან განთავსებამდე ხორციელდება;
    ქ) დანაგვიანება – ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ;
    ღ) პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე ზომების მიღება, რაც ამცირებს: ღ.ა) ნარჩენების რაოდენობას. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, მიიღწევა პროდუქტის ხელახალი გამოყენებით ან პროდუქტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით; ღ.ბ) წარმოქმნილი ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას; ღ.გ) მასალაში ან პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას;
    ყ) აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება იმ მასალების ჩანაცვლებით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, და რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის I დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებას;
    შ) ხელახალი გამოყენება – ნარჩენად გადაქცევამდე პროდუქტის ან/და მისი კომპონენტის თავდაპირველი დანიშნულებით ხელახლა გამოყენება;