FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  28

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მხარდაჭერას, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომ − ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  28

3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, უზრუნველყოფს:
    ა) მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში;
    ბ) მისი ოფიციალური ვებგვერდისა და მის მიერ შემუშავებული აუდიოვიზუალური მასალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებას.