Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 191 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა. 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. 2. პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 1 კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი პარლამენტის მიერ არჩეულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრისას მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. |