FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

article  37

შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი.
1. შემოსულობები სახელმწიფო, რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის შესაბამისად.
2. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული შემოსულობების რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებში განაწილების წესი.
3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება ამ კანონის დანართის შესაბამისად.
4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას, კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება  რესპუბლიკურ  ბიუჯეტში. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიიმართება ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/ საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.