Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 200 საერთო კრების ოქმი. 1. საერთო კრების დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შედგეს საერთო კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ოქმს ადგენს ნოტარიუსი და მას ხელს აწერენ ნოტარიუსი და საერთო კრების თავმჯდომარე. 2. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი; გ) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობა; დ) საერთო კრებაში მონაწილე ან საერთო კრებაზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა; ე) საერთო კრების ჩატარების ფორმა, ხმის მიცემის ფორმა და მიღებული გადაწყვეტილებები საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობის მიხედვით; |
მეწარმეთა შესახებ article 200 ვ) ყოველი გადაწყვეტილებისთვის − იმ აქციების რაოდენობა, რომლებიდან გამომდინარეც მართლზომიერად იყო ხმები მიცემული, ამ ხმებით წარმოდგენილი წილი განთავსებულ კაპიტალში, ხმების საერთო რაოდენობა, როგორც გადაწყვეტილების სასარგებლოდ, ისე მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა და მათი რაოდენობა, ვინც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 3. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების დადგენილი წესით მოწვევის დამადასტურებელი ყველა საბუთი. |