FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

article  11

ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლინების იშვიათი, უნიკალური და განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და
    (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითებს. შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.
3. მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის, (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩართვა, აგრეთვე, თავად მისი ჩართვა სხვა დაცულ ტერიტორიაში (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი).
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

article  11

მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი.
1. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.
2. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები, კერძოდ:
    ა) ბუნებრივ გარემოში განივთებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის ამსახველი ნიმუშები;
    ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს ისტორიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები;
    გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები;
    დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო;