Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 26 გადასაცემი პირის უფლებები. 1. გადაცემის თხოვნა და თანდართული მასალები სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირსა და მის დამცველს უნდა წარედგინოს მათთვის გასაგებ ენაზე. 2. უფლებამოსილი ორგანო სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს განუმარტავს გადაცემის საფუძველს, გადაცემის გამარტივებულ პროცედურასა და მის უფლებას: ა) გაასაჩივროს ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა; ბ) მოიწვიოს მისი ინტერესების დასაცავად სასურველი დამცველი ან თუ არ ჰყავს იგი, უფლებამოსილი ორგანოსგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა. 3. სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი დაიკითხება მისი პირადი მონაცემების შესახებ და განემარტება გადაცემის საფუძველი. პირს უფლება აქვს წარადგინოს მისი დაპატიმრებისა და გადაცემის საწინააღმდეგო არგუმენტები. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნულ მოქმედებათა განხორციელების პროცესში. |