FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლში, საზღვაო სივრცესა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვთ შემდეგი უფლება-მოვალეობანი:
    ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დროებით შეზღუდონ ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე;
    ბ) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში განათავსონ გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით;
    გ) ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ფ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცენ საგამოძიებო ორგანოებს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    დ) განახორციელონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლება“;
    ე) დაიცვან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა-ნაგებობები და ობიექტები;
    ვ) აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

ზ) მოიგერიონ შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვან სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან;
    თ) თავიდან აიცილონ და აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა;
    ი) გამოავლინონ და დააკავონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი;
    კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარონ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას;
    ლ) სათანადო წესით მოუარონ და დაიცვან სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები;
    მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

ნ) ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ სასაზღვრო რეჟიმის დაცვა;
    ო) უზრუნველყონ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
    პ) გააკონტროლონ სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აეროპორტებში (აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;
    ჟ) გააკონტროლონ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება;
    რ) შეაჩერონ, დააკავონ, შეამოწმონ და დარღვევის აღსაკვეთად მიიღონ აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის რეჟიმი;
    ს) დაეხმარონ სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

ტ) განათავსონ საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე;
    უ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდნენ სასაზღვრო ზონაში, შეამოწმონ დოკუმენტები, გააკონტროლონ ტრანსპორტი და ტვირთი;
    ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავონ ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
    ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიწვევით და მასთან ერთად შეამოწმონ ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;
    ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად ამოიღონ საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთონ კონტრაბანდა;
    ყ) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანონ მათში შესაბამისი აღნიშვნები;
    შ) არ გაატარონ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

ჩ) აუკრძალონ ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ ზღვაში და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს;
    ც) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვონ სახელმწიფო დროშის აღმართვა;
    ძ) აწარმოონ გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ;
    წ) შესთავაზონ არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;
    ჭ) გააჩერონ და შეამოწმონ არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  35

ხ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვან საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები;
    ჯ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელონ კონტროლი და მიიღონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები უცხო სახელმწიფოთა და უკანონო სამეცნიერო-კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;
    ჰ) ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანონ და დააკავონ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ჰ-1) განახორციელონ სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჰ-2) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში.