FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  1110

ჰომოლოგიური საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გადამოწმება.
1. დაინტერესებული პირისაგან ჰომოლოგიური საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია , ხოლო მისი ასლები გადასცეს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული შესაბამისი უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მითითების გარეშე .
2. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასლები გადასცეს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს მოთხოვნის შემთხვევაში .
3. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაცია , ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის წარმოშობასა და ხარისხთან დაკავშირებული ეჭვის არსებობისას ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს .
4. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისაგან შეტყობინების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები .
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  1110

5. ჰომოლოგიური საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ სააგენტოს ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ რეესტრში .
6. სააგენტო ვალდებულია გააუქმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადის გასვლის შემთხვევაში და ამოიღოს იგი უწყებრივი რეესტრიდან .