FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  31

უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს საქმიანობის ფარგლები საქართველოს ტერიტორიაზე.
1. საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
2. საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
3. საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ორგანო.
4. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს არ მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო არ საჭიროებს მის მომსახურებას.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  31

5. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება ან არ განუახლოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტილი უფლებამოსილება, თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, აღარ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო აღარ საჭიროებს მის მომსახურებას. ცენტრალურ ორგანოს ასევე უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მეშვეობით რეგისტრირებულ მშვილებლებს (მშვილებელს) ცენტრალური ორგანო გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებს, ხოლო შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის პროცედურები არ გაგრძელდება, გარდა შვილად აყვანის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპისა.