FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  1435

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება.
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები. საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.