FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

23. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისთვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვისა აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე.
1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები). ავტორიზაციის საბჭოების წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა ამ მუხლის 1 -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

ა) ავტორიზაციის შესახებ;
    ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
    გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
    დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
    ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
    ვ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება როგორც მთლიანად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ისე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურების მიხედვით. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  11

22. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, ავტორიზაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაასრულებინოს და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.