FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  192

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა.
1. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშვნაზე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ 1 კანდიდატს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ კენჭისყრისას კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, ჩაითვლება, რომ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა არ მისცა.
3. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშვნაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  192

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს 5 კანდიდატს, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაც არის.
5. თუ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა არ მისცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა კანდიდატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული კანდიდატების დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა ამ მუხლით დადგენილი წესით. საწინააღმდეგო შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა ამ მუხლითა და ამ რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით.