Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 26 სპეციალური სავაჭრო ზონა. 1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი საკუთარი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას ეწევა. 2. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავება. 4. პირი სსზ-ის სტატუსის მიღების შემთხვევაში სსზ-ის სტატუსის მიღების მომდევნო წლის 1 იანვრიდან ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა; ბ) ამ კოდექსის 133-1 მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში; გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 26 6. სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს საგადასახადო ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულება. 7. სსზ-ის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |