Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 68 3. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. აგრეთვე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაუსვან კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 4. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში წარმოადგინოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში. |
პროკურატურის შესახებ article 68 საპარლამენტო კონტროლი. 1. პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება პროკურატურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით. 2. პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. |