Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 22 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვის სახეები. 1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვას გასცემს შემდეგ საქმიანობებზე: ა) რადიოაქტიური მასალის იმპორტი; ბ) რადიოაქტიური მასალის ექსპორტი; გ) რადიოაქტიური მასალის ტრანზიტი; დ) რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა; ე) რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება; ვ) ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი. 2. მარეგულირებელმა ორგანომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვა შეიძლება გასცეს არაუმეტეს 1 წლის ვადით: ა) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განსახორციელებლად; ბ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე რადიოაქტიური მასალის ტრანზიტისა და ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს ერთჯერადი იმპორტის განსახორციელებლად; გ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ან/და ექსპორტის განსახორციელებლად; დ) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი ტრანზიტის განსახორციელებლად. |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 22 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევებში წარუდგინოს მათ სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების მრავალჯერადი იმპორტის ნებართვის საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის მიწოდების წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |