FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

article  35

დავების გადაწყვეტა.
1. შერჩევის პროცესის  მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

article  35

დავების გადაწყვეტა. .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში.
3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად.
4. მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.