Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 8 შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება. 1. თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ გარანტიას: ა) მისი და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით; ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. |