Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 38 ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება. 1. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს კომისია და გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასარიცხი დივიდენდები, მთლიანად მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს განიხილოს საკითხი ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვების შესახებ. 4. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 38 5. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. |