FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
    გ) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
    დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
    ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

ა) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 21 წელი არ შესრულებია;
    ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
    გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
    დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
    ე) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა);
    ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
    ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები;
    თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;
    კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი;
    ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;
    მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე;
    ნ) პროკურატურის თანამშრომელი;
    ო) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი;
    პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;
    ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი. 8​-1. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:
    ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
    ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.
82. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ – ანტიკორუფციული ბიურო) უსკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის/არჩევის წესი.
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
    ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
    ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
4. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და სახელწოდება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
    ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

6. უსკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.
7. საოლქო საარჩევნო კომისიაში უსკოს/პარტიის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 3 დღის ვადაში ირჩევს უსკო/ნიშნავს პარტია. 8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არ შეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ):
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  20

10. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დანიშნულ/არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ უსკოს მიერ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი,  18.07.2025წ.