FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  38

საერთო კრების ოქმი.
1. საერთო კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამ კრების დასრულებიდან 15 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების მიერ არჩეული ან წესდებით განსაზღვრული საერთო კრების თავმჯდომარე. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი. საერთო კრების ოქმი დაუყოვნებლივ, სამეწარმეო საზოგადოების ხარჯზე ეგზავნება პარტნიორებს.
2. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
    ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
    ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი/დრო;
    გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე. ოქმს შეიძლება დაერთოს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტები;
    დ) ძირითად დოკუმენტში ან დანართის სახით − საერთო კრების მუშაობაში მონაწილე ან მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა და სხვა დამსწრე პირთა ჩამონათვალი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. წარმომადგენლობის შემთხვევაში ოქმს უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან უნდა მიეთითოს ასეთ დოკუმენტზე, თუ მას სამეწარმეო საზოგადოება სხვა დოკუმენტებთან ერთად ინახავს;
    ე) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
მეწარმეთა შესახებ

article  38

ვ) საერთო კრების დღის წესრიგი;
    ზ) საერთო კრების გადაწყვეტილება. მასში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის შედეგები;
    თ) საერთო კრების მონაწილის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში − კრების შესაბამისი მონაწილის ვინაობა და საწინააღმდეგო პოზიციის შინაარსი, თუ იგი მოითხოვს ამ აზრის/პოზიციის ოქმში შეტანას.