Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 422 ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა. 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 422 მუხლი 42-7. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 5. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 7. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან რომელიც შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 9. ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 10. 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 11. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას 1 კალენდარული წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. 12. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ. |