Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 186 ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა. 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უცხო ქვეყნიდან ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანა, თუ ეს სასაქონლო პარტია ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის მიიჩნევა, რომ შემოტანილი სასაქონლო პარტია ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) სასაქონლო პარტია არარეგულარულად იგზავნება; ბ) სასაქონლო პარტია შეიცავს მხოლოდ მიმღების ან მისი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონელს, რომელიც მახასიათებლებით ან ოდენობით ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; გ) გამომგზავნი მიმღებს სასაქონლო პარტიას კომპენსაციის გარეშე უგზავნის. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება 300 ლარამდე ღირებულების თითოეულ სასაქონლო პარტიაზე, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების ჩათვლით. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 186 4. თუ რამდენიმე საქონლისგან შემდგარი სასაქონლო პარტიის ღირებულება აღემატება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ლიმიტს, ამ ლიმიტის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ის საქონელი, რომელიც ცალკე შემოტანისას გათავისუფლდებოდა იმპორტის გადასახადისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სასაქონლო ერთეულის ღირებულება არ შეიძლება დანაწევრდეს. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის ქვემოთ მითითებულ საქონელზე სასაქონლო პარტიის მიხედვით ვრცელდება აგრეთვე შემდეგი რაოდენობრივი შეზღუდვები: |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 186 ა) 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან სეს ესნ-ის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან სეს ესნ-ის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი (გარდა თამბაქოს ნედლეულისა), ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონელი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; ბ) ჯამურად 1 ლიტრი 22% ან 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი ნაწარმი ან 80% ან 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტი ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი ნაწარმი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 186 გ) 4 ლიტრი ღვინო და 16 ლიტრი ლუდი. შენიშვნა: 1. თუ ალკოჰოლიანი ნაწარმის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და სეს ესნ-ის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა. 3. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი, თუ ის ერთჯერადად შემოიტანება და განკუთვნილია მიმღების პირადი მოხმარებისთვის ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის შემოტანა ერთჯერადია, თუ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში − 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის შემოტანის არაუმეტეს 1 შემთხვევაა. |