Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 13 თავდაცვის ძალების მეთაური. 1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური. 2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. 5. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. |
თავდაცვის კოდექსი article 13 თავდაცვის ძალების მეთაური. . 6. თავდაცვის ძალების მეთაური: ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად; ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |