Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 5 გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა. 1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან. 5. ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის მოთხოვნით გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა. 6. დაცვის დამატებითი მოწმობა პატენტის მოქმედების ვადას აგრძელებს დამატებითი ვადით, რომელიც განისაზღვრება საქპატენტისთვის განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. 8. პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში. |
საქართველოს საპატენტო კანონი article 5 9. საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 10. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქპატენტი დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში არეგისტრირებს და ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ბიულეტენში. 11. იმ ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რომლისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, რომელთა შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. 12. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის პროცედურები განისაზღვრება საქპატენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციით. |