Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 5 აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე; წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 |