Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 137 ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. 1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 136-ე მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ანდა ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ელექტროენერგიის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ელექტროენერგიის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 137 3. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებით. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადაში. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 137 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად. 6. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავსშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის უფლებას. |